ახალი ამბები

მთავარი / ახალი ამბები

2016 წლის დეკემბრიდან მაგთი IP ტელევიზიის (ყოფილი კავკასუს ონლაინის) მომხმარებლებს ახალ, სრულიად განსხვავებულ სერვისს ჰპირდება.

2016-09-26

2016  წლის დეკემბრიდან მაგთი IP ტელევიზიის  (ყოფილი კავკასუს ონლაინის) მომხმარებლებს ახალ, სრულიად განსხვავებულ სერვისს ჰპირდება.

მომხმარებლებისთვის უკეთესი სატელევიზიო პროდუქტის შესათავაზებლად, მაგთი მთლიანად ცვლის IP ტელევიზიის  პლატფორმას და მიმღებ მოწყობილობებს (ე.წ. სეტ-ტოპ ბოქსებს).

ამის გამო, მაგთი 2016 წლის 25 სექტემბრიდან 2016 წლის 20 დეკემბრამდე დროებით აჩერებს IP ტელევიზიის მიმღები აპარატურის ინსტალაციას.

2016 წლის დეკემბრიდან მაგთი აბონენტებს შესთავაზებს უახლესი თაობის მიმღებ მოწყობილობებს, რაც უმაღლესი ხარისხის სერვისის შეთავაზების საშუალებას იძლევა.

მიმღები მოწყობილობების ინსტალაციის დროებითი შეჩერება არ ეხება მაგთის სატელიტურ ტელევიზიას - მაგთისატს.

მაგთისატის აპარატურის მონტაჟი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.